ბავშვების სურვილები, страница 3, страница 14 - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბავშვების ახდენილი სურვილები

მთელი ჩემი ცხოვრების სიყვარულს ვიკრავ გულში
მთელი ჩემი ცხოვრების სიყვარულს ვიკრავ გულში
გიგი: ზუსტად ისეთია, როგორიც გთხოვეთ! ეს არის ჩემი სიხარული! არავის მივცემ! ვისრიალებ, მერე კი ისევ შევინახავ ყუთში. რომ არასოდეს გაფუჭდეს და სიბერემდე მქონდეს. კარგია, ჩემს დას ველოსიპედი რომ აჩუქეთ, თორემ მომთხოვდა: „მათხოვე, მათხოვეო“. მე კი, დამენანებოდა. ყველას, ვინც ეს სურვილი ამისრულა, დიდ მადლობას და ბევრ კოცნებს ვუგზავნი.
შეგროვებულია
124.49 ₾

დონორი
14
ანგარიში
„ჩემი ოცნებაა, ძველი ტანსაცმელი არ მეცვას. უფრო დიდი ოცნება კი, ველოსიპედი და „როლიკებია“. ძვირი ღირს ჩემი ოცნება?“
„ჩემი ოცნებაა, ძველი ტანსაცმელი არ მეცვას. უფრო დიდი ოცნება კი, ველოსიპედი და „როლიკებია“. ძვირი ღირს ჩემი ოცნება?“
ესმირა (10 წლის): „როლიკებზე“ ვოცნებობ უკვე დიდი ხანია. სხვა ბავშვებს „როლიკებით“ რომ ვხედავ ხოლმე, არ მშურს, მაგრამ რაღაცნაირად გული მწყდება. მეც მინდა, რომ მქონდეს. რამდენიმეჯერ ვთხოვე დედას, „როლიკები“ ეყიდა, მაგრამ...
შეგროვებულია
123 ₾

დონორი
26
ანგარიში
გოგოშკურ საპრანჭაო რაღაცეებზე ვოცნებობ
გოგოშკურ საპრანჭაო რაღაცეებზე ვოცნებობ
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ნატალის! ის პირადად თქვენთვის იღიმის! ნატალი: თქვენ ყველაფერი დაიმახსოვრეთ, რაც გთხოვეთ? ეს ხომ სასწაულია, ზღაპარი! ალბათ, მალე პრინცესა გავხდები, რადგან ახლა ყველაფერი მაქვს, რაზეც ვოცნებობდი! ოჰ, როგორ მინდა, ახლა ბაჭიასავით ვიხტუნო სიხარულისგან!
შეგროვებულია
112 ₾

დონორი
3
ანგარიში
ხელები მაღლა! თენგოს „მაგალი თოფი“ აქვს
ხელები მაღლა! თენგოს „მაგალი თოფი“ აქვს
თენგო: ბახ, ბახ! ახლა კი, დაიმალე! მე გესვლი! დიდი მადლობა, დეიდა! ახლა, ძალიან, ძალიან, ძალიან კარგად ვითამაშებ!
შეგროვებულია
111 ₾

დონორი
6
ანგარიში
ახალი ფეხსაცმელი მინდა, ოღონდ ჩემი ზომა!
ახალი ფეხსაცმელი მინდა, ოღონდ ჩემი ზომა!
და აი მოხდა სასწაული! დიდია უფალი! გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც თავისი ვინაობა არ გაამხილა, მაგრამ ერთ-ერთ ჩვენ პატარა ბენეფიციარს - ლუკას, ნანატრი ფეხსაცმლის თანხა გადაურიცხა! ლუკა ამ კეთილშობილ ადამიანს მადლობას აი ამ ნახატით უხდის და იგი ამას აკეთებს სრულიად გულწრფელად, ისე, როგორც ეს მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ, ისინი კი ჩვენი სამშობლოს მომავალია! არაჩვეულებრივ ბიჭუნა ლუკას უერთდება ჩვენი ფონდის მთელი კოლექტივი! გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი ვინაობა, კეთილშობილო ადამიანო, რათა გამოგიგზავნოთ ეს ნახატი. თქვენთვის ის იქნება როგორც ხატი და თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად მოხდება სასწაულები. ბიბლიის თანახმად, ღმერთმა ცალსახად თქვა: როცა ბავშვს დახმარების ხელს უწვდი, ეს ნიშნავს, რომ შენ მიწვდი მას მე!
შეგროვებულია
110 ₾

დონორი
3
ანგარიში
ყველაზე ფუმფულა მეგობარი მყავს!
ყველაზე ფუმფულა მეგობარი მყავს!
ნია: ისეთი კარგი და ფუმფულაა, საბავშვო ბაღშიც კი არ მინდა წასვლა. მინდა, რომ სულ ჩავეხუტო! შეხედე, ლოყას ასე დაადებ და შეგიძლია დაიძინო. იცი როგორი თბილია? ყველას გისურვებთ, ასეთი ბაჭიის ყოლას! – კიდევ რას ისურვებდი? ნია: ერთი „გემრიელი“ საწოლი მინდა, მოსახერხებელი და თბილი, ჩემთვის და ჩემი ბაჭიასთვის. რომ დავწვე და ლამაზი სიზმრები დამესიზმროს. და მორჩა!
შეგროვებულია
107.7 ₾

დონორი
18
ანგარიში
მე თოჯინების სამოთხეში ვარ!
მე თოჯინების სამოთხეში ვარ!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ანას! ის თქვენ გიღიმით! არასოდეს მიოცნებია, ორი თოჯინა მქონოდა ერთად! ახლა კი, ნახეთ რამდენი სათამაშო გვაქვს! ოთხი და ვართ. თამარა ყველაზე პატარაა და ჩვენს თოჯინებს თმით თუ არ ათრევს, შეგვიძლია, „დედა-შვილობანა“, „სკოლობანა“, „ექიმობანა“ რომ ვითამაშოთ. მოდით, თქვენც ითამაშეთ ჩვენთან ერთად. ახლა, სათამაშოები ყველას გვეყოფა!
შეგროვებულია
105.3 ₾

დონორი
11
ანგარიში
თოჯინა რომ არ მქონდა, სულ მეტირებოდა!
თოჯინა რომ არ მქონდა, სულ მეტირებოდა!
ანი: აი, ჩემი ლელა! ჩემი საუკეთესო მეგობარია. როგორ ფიქრობთ, ისევე ვეყვარები, როგორც მე მიყვარს? ვაიმე! რა ლამაზია! და როგორი თმა აქვს! ხომ მგავს? სად ნახეთ? - შენთვის თოჯინას ვეძებდით, როგორც გვთხოვე და შენმა ლელამ რომ შეგვამჩნია, თვითონ გვთხოვა, შენთან წამოგვეყვანა! ამიტომ მოგიყვანეთ! ანი: აუ, რა მაგრები ხართ! მადლობა! იცით, მასთან ერთად რა ტკბილად დამეძინება? ვერც კი წარმოიდგენთ!
შეგროვებულია
100 ₾

დონორი
1
ანგარიში
რით დავიწყო ოცნება, როცა სახლში წვიმს და ქარი ქრის?
რით დავიწყო ოცნება, როცა სახლში წვიმს და ქარი ქრის?
ლუკა (11 წლის ): დედა მხოლოდ უგემურ საჭმელებს ყიდულობს. ვთხოვ, რომ ტკბილეული მიყიდოს, მაგრამ ამბობს, რომ „არ შეიძლება“! ვოცნებობ, როცა გავიზრდები, 5 კილო კანფეტი ვიყიდო და მარტომ შევჭამო. არა, ვხუმრობ. ვიცი, რომ დედას ფული საერთოდ არ აქვს. მამის გარდაცვალების შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა. სახურავიდანაც ჟონავს, ფანჯრებში კი შუშის ნაცვლად ცელოფანია გაკრული და ფეხსაცმელი არც ერთს არ გვაქვს, დედაჩემს კი შვიდნი ვყავართ! როდესაც ასეთი სიტუაციაა, საკუთარი ოცნებების „დამალვა“ მიწევს. ისე შემიძლია გითხრათ, რაც მჭირდება.
შეგროვებულია
99 ₾

დონორი
11
ანგარიში
ახლა, ჩემი ლამაზი თოჯინა ყოველთვის ჩემთან იქნება!
ახლა, ჩემი ლამაზი თოჯინა ყოველთვის ჩემთან იქნება!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა სალომეს! ის თქვენ გიღიმით! სალომე: რა მაგარია! არც ვიცოდი, ასეთი ლამაზი თოჯინები საერთოდ თუ არსებობდნენ! შენ იცოდი? ღმერთო! რა ლამაზია! სულ უნდა ვეთამაშო ხოლმე! რა ბედნიერებაა! სხვებსაც აქვთ ასეთი თოჯინები? რა დავარქვა? ნანა დავარქვათ. ან ნინო... კარგი, მერე მოვიფიქრებ. შეიძლება, ორი სახელი რომ ერქვას? ნანანინო?
შეგროვებულია
98.17 ₾

დონორი
7
ანგარიში
წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ეს გოგონა მე ვარ!
წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ეს გოგონა მე ვარ!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ნიას! ის პირადად თქვენთვის იღიმის! ნია: ზუსტად ასეთ სათამაშო სახლზე ვოცნებობდი. ჩვენ ხომ, არ გვაქვს სახლი და ყველანი ავტოფარეხში ვცხოვრობთ (ნიას ჰყავს 7 და-ძმა) მეც ისეთი სახლი მინდოდა, რომ წარმოვიდგინო ხოლმე, ვითომ, მე ვცხოვრობ იქ. ამ თოჯინას, ნიას დავარქმევ და ვითომ, მე ვარ! ვიქნები ძალიან ბედნიერი და ხალისიანი! ძალიან დიდი მადლობა! უდიდესი! გოგონა ნია და თოჯინა ნია მადლობას გიხდიან და მაგრად გკოცნიან!
შეგროვებულია
88 ₾

დონორი
8
ანგარიში
ეს სპაიდერმენის საბანი მართლა ჩემთვის შეკერეს?
ეს სპაიდერმენის საბანი მართლა ჩემთვის შეკერეს?
სანდრო: ეს ვინ დახატა? მართლა ჩემთვის შეკერეს? ჯერ არ გავხსნათ! ისე ვუყურებ, კარგი? - ბევრმა კეთილმა ქართველმა გაიგო, რომ სპაიდერმენის თეთრეული ძალიან გჭირდებოდა და შეაკერინეს შენთვის. სანდრო: რა ყოჩაღები არიან, ეს კეთილი ქართველი ადამიანები. რა მაგარია, ეს რომ გააკეთეს! მადლობა!
შეგროვებულია
81.4 ₾

დონორი
17
ანგარიში