ბავშვების სურვილები, страница 3, страница 15 - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბავშვების ახდენილი სურვილები

ძნელია სურვილების ჩაფიქრება, როცა გშია...
ძნელია სურვილების ჩაფიქრება, როცა გშია...
როცა ძალიან შიათ და სახლში პურის ნატეხიც კი არ არის, ტყუპები ანა-მარია და ანასტასია, რომლებიც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, მღერიან ან ლექსებს ამბობენ. ასე ივიწყებენ ისინი შიმშილსა და სხვა პრობლემებს.
შეგროვებულია
81 ₾

დონორი
3
ანგარიში
ჩვენი საწოლი პრინცესების სასახლესავით არის!
ჩვენი საწოლი პრინცესების სასახლესავით არის!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა მეგის! ის პირადად თქვენთვის იღიმის! მეგი: მე და ჩემს დებს ერთ საწოლზე გვეძინა და ერთმანეთს ვაწუხებდით. დედას სულ უნდოდა ჩვენთვის საწოლის ყიდვა, მაგრამ ფულის შეგროვება ვერ მოახერხა. გვეგონა, რომ ჩვენი საწოლი მალე დაიშლებოდა და აღმოვჩნდებოდით იატაკზე. მაგრამ, თქვენ დროულად მოხვედით და გადაგვარჩინეთ! საწოლი კი არა, ნამდვილი სასახლე მოგვიტანეს! ისეთი კარგია, ისეთი ლამაზი და მყუდრო! აქ, მხოლოდ ძილი კი არა, ცხოვრება მოგინდება! ლამაზ ფარდებს დავკიდებთ და ნამდვილი პრინცესებივით ვიქნებით!
შეგროვებულია
80 ₾

დონორი
5
ანგარიში
კარგი მანქანა ყოჩაღი ბიჭისთვის!
კარგი მანქანა ყოჩაღი ბიჭისთვის!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა მათეს! ის პირადად თქვენთვის იღიმის! მათე: ახლა, მათე ყველაზე ბედნიერია! ნახეთ, ძიამ რა მოუტანა! მანქანით მოვიდა და მომიტანა ეს სათამაშო! ჯერ ჩავეხუტები, მერე კი ვითამაშებ! იცი, თავისით დადის? ზუსტად ასეთზე ვოცნებობდი. საბავშვო ბაღშიც კი არ გვაქვს ასეთი მანქანები. ჩემი მეგობრებიდანაც, ასეთი არავის აქვს! ძალიან დიდი მადლობა!
შეგროვებულია
78 ₾

დონორი
11
ანგარიში
სათამაშოების მაღაზიის დირექტორს ვგავარ!
სათამაშოების მაღაზიის დირექტორს ვგავარ!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ანდრიას! ის თქვენ გიღიმით! ამდენი სათამაშო ერთად, მაღაზიაშიც კი არასდროს მინახავს! ოთხი და და ერთი ძმა მყავს და ყველას სათამაშოები რომ მოგვიტანეს, სათამაშოების მაღაზიის დირექტორი მეგონა ჩემი თავი. ახლა, თავისი სათამაშოებით თამაშობს ყველა. მერე კი, რომ დაიღლებიან, ყველას ერთად მოვაგროვებ და ლამაზად დავალაგებ. რა მაგარი იქნება!
შეგროვებულია
75 ₾

დონორი
5
ანგარიში
ძალიან მინდა სარკე მქონდეს, როგორიც ლამაზ პრინცესებს აქვთ. ხომ ხვდებით?
ძალიან მინდა სარკე მქონდეს, როგორიც ლამაზ პრინცესებს აქვთ. ხომ ხვდებით?
იცით როგორია ცრემლის გემო? 8 წლის ლიზი გვიმტკიცებს, რომ საჩუქარი რომ მოუტანეს ტკბილი ცრემლით ტიროდა! ახლა უკვე თქვენც იცით, რომ ტკბილი ცრემლის გემო აქვს უზომო ბედნიერებას. უღრმესი მადლობა, მეგობრებო, პატარა ლიზი ხომ, თქვენ აქციეთ ნამდვილ პრინცესად!
შეგროვებულია
74 ₾

დონორი
7
ანგარიში
ნახე! ამ თოჯინას ჩემნაირი ნაწნავები აქვს!
ნახე! ამ თოჯინას ჩემნაირი ნაწნავები აქვს!
ანასტასია: ეს თოჯინა როგორც კი დავინახე, მაშინვე შემიყვარდა! შეხედე, რა ლამაზია! ისეთივე თმა აქვს, როგორც მე! და ისეთივე თვალები! ღმერთო ჩემო! ასეთი ლამაზი თოჯინა არასდროს მინახავს! -რას დაარქმევ? ანასტასია: ტასოს! ჩემი დედიკო მეძახის ასე და ძალიან მომწონს. დიდი მადლობა! მადლობა ყველას, ვინც მაჩუქა. ასეთი სილამაზე არასდროს მქონია. ტასო ყველაზე ლამაზია ჩვენს სახლში! გპირდები, კარგად მოვუვლი. თმას დავვარცხნი და ვაბანავებ. ჩემს საწოლში დავაძინებ, მარტოს რომ არ შეეშინდეს. ოღონდ, სასეირნოდ არ წავიყვან, თორემ ვინმეს მოეწონება და შეიძლება ჭუჭყიანი ხელით შეეხოს!
შეგროვებულია
61 ₾

დონორი
7
ანგარიში
ასეთი ლამაზი თოჯინა არავის არ აქვს!
ასეთი ლამაზი თოჯინა არავის არ აქვს!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ლიზის! ის პირადად თქვენთვის იღიმის! ლიზი: დედა მეუბნება, რომ ჩემი ახალი თოჯინა ჩემსავით ლამაზია! მე კი ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზია. ნახე, როგორი თვალები აქვს! მან მასწავლა ღიმილი! რომ ვუყურებ, უბრალოდ არ შემიძლია, არ გავიღიმო! სასეირნოდ რომ გავიყვან ხოლმე, ყველა გოგო მეკითხება: "რა ლამაზია, შეიძლება, მეც ვითამაშო?" მე კი ვეუბნები: "არა, ძილის დრო აქვს..."
შეგროვებულია
53.5 ₾

დონორი
7
ანგარიში
მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მანქანა
მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მანქანა
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ბორიას! ის თქვენ გიღიმით! აბა, ვინმემ სცადოს და დაეწიოს ჩემს მანქანას! ეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მანქანაა! ვჟ-ჟ-ჟ-ვჟ-ჟ-ჟ და უკვე სამზარეულოშია. მთავარია, არავინ დაადგას ფეხი და ჩემი ოცნება არ დამიმტვრიოს! ამიტომ, თამაშს რომ ვიწყებ, ყველას ვეუბნები: „აბა, ყველამ გაწიეთ ფეხები, ჩემი უსწრაფესი მანქანა გაატარეთ!“
შეგროვებულია
48 ₾

დონორი
11
ანგარიში
ლოყაზე კოცნა „პიპიის“ სანაცვლოდ!
ლოყაზე კოცნა „პიპიის“ სანაცვლოდ!
ზურა: შეხედე, ჩემზე სწრაფად დარბის! აქ უნდა დააჭირო, მერე პულტზე რგოლი დაატრიალო და ივლის! ისეთი ლამაზი „მწვანეფერია“! - მანქანის სანაცვლოდ კოცნას შეგვპირდი, გახსოვს? ზურა: არა, მაგრამ, მომე ლოყა. მაინც გაკოცებ!
შეგროვებულია
47 ₾

დონორი
6
ანგარიში
რატის თოფი აქვს და ახლა, მის დედიკოს ვეღარავინ აწყენინებს!
რატის თოფი აქვს და ახლა, მის დედიკოს ვეღარავინ აწყენინებს!
რატი: ეს ყველაზე კარგი რამეა, რაც მაქვს! -კიდევ რას ისურვებდი, რატი? რატი: ბევრი „სასისკები“ და „პეჩენიები“. მეტი ალაფელი.
შეგროვებულია
28.4 ₾

დონორი
7
ანგარიში